იენს სტოლტენბერგი: ნატომ უკვე გაზარდა შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა

ნატომ უკვე გაზარდა შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
“ჩვენ გავზარდეთ საზღვაო წარმომადგენლობა, ასევე ჩვენი AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები დაფრინავენ რუმინეთში, ბულგარეთსა და შავ ზღვასთან ახლოს თურქეთში. ჩვენ გამუდმებით ვახდენთ შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენების შეფასებას. ასევე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან, ჩვენს ახლო პარტნიორთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არსებითი პაკეტის განხორციელებას. ეს, რა თქმა უნდა, შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ვხედავთ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ქართული მედიის წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები