აშშ-ის ელჩის მოადგილე: არავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია მედიის თავისუფლების საკითხით

„საქართველოში არავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია მედიის თავისუფლების საკითხით“,- აღნიშნული განცხადებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აშშ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებს, რადგან ღია და თავისუფალი მედიაგარემოს არსებობა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს. ცნობილია ჩვენი პოზიციაც. ბევრჯერ გავუსვით ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ღია და თავისუფალი მედიაგარემოს არსებობა, განსაკუთრებით საარჩევნო წელს. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოში ნამდვილად არსებობს ასეთი გარემო. ცხადია, ჩვენ ყურადღებით განვაგრძობთ დაკვირვებას ამ პროცესებზე“,-განაცახადა ელჩის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები