ლონდონის ცენტრში მამაკაცმა თავი დაიწვა

ლონდონში, კენსინგტონის სასახლის მახლობლად, მამაკაცი ცოცხლად დაიწვა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, მან თავი დაიწვა. ინციდენტი კემბრიჯის ჰერცოგის და მისი მეუღლის ოფიციალურ რეზიდენციასთან მდებარე დახურულ პარკში მოხდა. გვიან ღამით თვითმხილველებმა მამაკაცი შენიშნეს, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა და პოლიცია გამოიძახეს.
როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, მათ ცეცხლმოკიდებული მამაკაცი დაინახეს. პოლიციელებმა „სასწრაფო დახმარება“ გამოიძახეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები