ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ ბოსნიაში ათასობით ქალი საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ათასობით მუსულმანმა ქალმა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ისინი ტრადიციული მუსულმანური თავსაბურავების აკრძალვას აპროტესტებდნენ. იანვრის შუა რიცხვებში შემოღებული აკრძალვა ყველა რელიგიურ სიმბოლოს ეხება, მაგრამ ბოსნიის უმაღლესი სასამართლო საბჭოს გადაწყვეტილებაში ჰიჯაბი ცალკეა აღნიშნული. საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა აზრით, ეს აკრძალვა მუსულმანი ქალების უფლებებს არღვევს. მუსულმანები ბოსნია და ჰერცეგოვინას მოსახლეობის 40%-ს შეადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები