რუსი დეპუტატები თურქეთისთვის არარატის მთის წართმევას მოითხოვენ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „კომუნისტების“ წევრებმა თურქეთთან 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს. ეს განცხადება „რუსეთის კომუნისტური პარტიის“ წევრებმა – ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა გააკეთეს.
რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი წერილები მათ რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნეს.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენთვის არასასურველი ყველა შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა. ანკარა უნდა მიხვდეს, რა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაციის გაგრძელებამ. მხოლოდ ამან შეიძლება შეაჩეროს ის მომავალი პროვოკაციებისგან“, – აცხადებს სერგეი ობუხოვი.
1921 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თურქულ მხარეს ბათუმისა და ყარსის ოლქების ნაწილი გადაეცა, რომლებიც რუსული იმპერიის შემადგენლობაში 1878 წლიდან შედიოდა და – სურმალინის მხარე, მათ შორის არარატის მთა, რომელიც რუსეთის იმპერიის ნაწილი 1828 წლიდან იყო.