ინდოეთში ლეოპარდის თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ინდოეთის ქალაქ ბანგალორში ლეოპარდის თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. გარეულმა ცხოველმა ადგილობრივი სკოლის ტერიტორიაზე შეაღწია.
ყველა დაშავებული ლეოპარდის დაჭერას ცდილობდა. მათ შორის არიან: ადგილობრივი მეტყევე, მეცნიერი და ტელეოპერატორი. საბოლოოდ, ლეოპარდი ტრანკვილიზატორით დააძინეს და შემდეგ ის ნაკრძალში გაუშვეს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ინდოეთში 12-14 ათასი ლეოპარდი ბინადრობს.