ავსტრალიაში ხანძრის დროს გაქცეული გველები დაიჭირეს

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში შესაბამისმა სამახურებმა 20-მდე შხამიანი გველი დაიჭირეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს გაიქცნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადელაიდის ხელისუფლებამ მოსახლეობა გველების შესახებ გააფრთხილა. გაქცეულ გველებს, კერძოდ კი სასტიკ გველს და ბადისებრ ყავისფერ გველს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შხამი აქვთ.
სასტიკი გველის მიერ ადამიანის კბენის ფაქტები ძალზე იშვიათია. გველის მიერ ერთი კბენის დროს გამოყოფილი შხამი საკმარისია იმისთვის, რომ 100 ადამიანი მოკლას. ტელეარხ „ეი-ბი-სისთან“ ინტერვიუში გველების პროფესიონალი დამჭერი კორი რენტონი ამბობს, რომ ის ამ ოპერაციის დროს „ძალზე ფრთხილად“ მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები