ტაივანის მიწისძვრიდან ორი დღის შემდეგ მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს
ტაივანის ქალაქ ტაინანში, მიწისძვრიდან ორი დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს და გადაარჩინეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, გადარჩენილები ქალი და მისი მეუღლე იყვნენ. იქვე ახლოს მათი ორი წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. მაშველები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ რჩება 100-მდე ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, ტაივანში 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.