2016 წელს ევროპა ერთ მილიონ მიგრანტს ელოდება
2016 წელს ევროპა კიდევ ერთი მილიონი ლტოლვილის ჩასვლას ელოდება. ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პროგნოზშია ნათქვამი. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს ხმელთაშუა ზღვით ევროპაში 1 მილიონ 4 ათასი მიგრანტი ჩავიდა.
დასკვნაში წერია, რომ ლტოლვილების ნაკადის შემცირება სირიაში სიტუაციის კარდინალურ ცვლილებას შეუძლია.
„თუ ხვალ სირიაში მოულოდნელად საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, მილიონობით ადამიანს შეიძლება სახლებში დაბრუნება და საკუთარი საქმის განახლება მოუნდეთ. ამ შემთხვევაში, მართლაც, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი“, – განაცხადა მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა.
ევროპაში ბოლო დროის განმავლობაში ჩასული მიგრანტების 91% – სირიიდან, ერაყიდან და ავღენეთიდან არის.