იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ აუცილებელია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო. ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ იუწყება.
გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაგმო. უშიშრების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, რაც ამ ქვეყნის მიერ გაეროს წესდების დარღვევის საპასუხოდ განხორციელდება.
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაკეტის გაშვება მისი კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მოხდა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ფხენიანს ბირთვული იარაღის შექმნასა და მისი გადასატანი იარაღის წარმოების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები