ვაშინგტონი და სეული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
ვაშინგტონი და სეული კორეის ნახევარკუნძულზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების საკითხზე მოლაპარაკებებს იწყებენ. საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო მობილურ სახმელეთო სისტემაზე, რომელსაც ატმოსფეროში საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. გადაწყვეტილება სეულმა ფხენიანის მიერ ორბიტაზე, ბალისტიკური რაკეტის საშუალებით, თანამგზავრის გაშვების შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ხელისუფლება, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ავრცელებს.