ესპანეთის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, შვიდივე მამაკაცი “ალ ქაიდასა“ და “ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ანტი-ტერორისტული ოპერაცია ვალენსიაში, ალიკანტესა და სეუტაში ჩატარდა. დაკავებულების ვინაობას გამოძიება არ ახმაურებს, თუმცა ცნობილია, რომ 4 მათგანი ესპანეთის მოქალაქე, წარმოშობით სირიელი, იორდანიელი და მაროკელი მამაკაცები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები