დასავლეთის თანხმობის შემთხვევაში საუდის არაბეთი მზად არის, სირიაში შეიარაღებული ძალები შეიყვანოს
საუდის არაბეთი მზად არის, სირიაში სახმელეთო ძალები შეიყვანოს. ამ გადაწყვეტილებას ერ–რიადი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას რეგიონში მოქმედი დასავლეთის ქვეყნების კოალიცია მხარს დაუჭერს. როგორც „ბი–ბი–სი“ იუწყება, ამის შესახებ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აჰმედ ასირიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ დაუპირისპირდებიან. გენერალი აცხადებს, რომ დასავლეთის კოალიცია შესაბამის გადაწყვეტილებას ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.
სირიაში მიმდინარე ომს უკვე 300 ათასი ადამიანი შეეწირა. 4 მილიონზე მეტი იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა.