ჯგუფ Earth, Wind & Fire–ის დამაარსებელი მორის უაიტი გარდაიცვალა

ამერიკული დისკოჯგუფის Earth, Wind & Fire-ის დამაარსებელი მორის უაიტი ლოს -ანჯელესში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს.
„ბი–ბი–სის“ ცნობით, უაიტი 74 წლის იყო. მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა და კოლექტივის კონცერტებში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია.
ჯგუფი 1969 წელს შეიქმნა. მის ჰიტებს შორის ცნობილია  Shining Star, September და Boogie Wonderland. ჯგუფ Earth, Wind & Fire-ის კომპოზიციები ამერიკული და სხვა ქვეყნების ფილმებში იყო გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები