გერმანია 2018 წლამდე ლტოლვილებისთვის 2,5 მილიარდზე მეტ დოლარს დახარჯავს

2018 წლამდე გერმანიის მთავრობა სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 2 მილიარდ 560 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მიმდინარე წელს ბერლინი ამ მიზნებისთვის 1,1 მილიარდ ევროს გამოყოფს. გაერო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სირიაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მიმდინარე წელს 8 მილიარდი დოლარი გამოყოს.
შეგახსენებთ, რომ სირიის კრიზისის მოგვარების საკითხებზე ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკება თებერვლის ბოლოსთვის გადაიდო. ის, სავარაუდოდ, 25 თებერვალს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები