სირიის საკითხზე ჟენევაში დაწყებული მოლაპარაკება თებერვლის ბოლომდე გადაიდო

ჟენევაში თებერვლის დასაწყისში დაწყებული მოლაპარაკება სირიის კრიზისის მოგვარების საკითხზე, შეწყდა.
როგორც გაეროს წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ განაცხადა, მათ გასაგრძელებლად საერთაშორისო ძალების დახმარება, კერძოდ რუსეთის და აშშ-ის ჩარევაა აულცილებელი.
დე მისტურამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები არ ჩაშლილა, არამედ 25 თებერვლისთვის გადაიდო. ამასთანავე, გაეროში სირიის წარმომადგენელმა ბაშარ ჯაფარიმ, რომელიც მოლაპარაკებებზე ოფიციალურ დამასკოს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მოლაპარაკება სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს, რომლებსაც ამის გაკეთება საუდის არაბეთის, თურქეთის და კატარის წარმომადგენლებმა ურჩიეს. სირიის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვების დაუყოვნებელი შეწყვეტა. დასავლეთის ქვეყნების ინფორმაციით, რუსეთი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების ნაცვლად, სირიის ოპოზიციის ძალებს და მათ მიერ დაკავებულ დასახლებულ პუნქტებს ბომბავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები