ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ევროპაში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს

ჯანდაცვის მხოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების უფროსი სიუზან ჯაკაბი, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ევროპაში „ზიკას“ ვირუსის გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.
მისი თქმით, Aedes-ის ტიპის კოღოები, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ, აქტიურები გაზაფხულზე ხდებიან და, შესაბამისად, დაავადების გავრცელების რისკი იზრდება.
გასულ კვირას ვირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლათინური ამერიკა საგანგებო სიტუაციის ზონად გამოაცხადა. ასევე ამ ორგანიზაციამ ვირუსთან საბრძოლველად სპეციალური კომისია შექმნა.
სიუზან ჯაკაბის თქმით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების საფრთხე, ეფექტური ვაქცინისა და დიაგნოსტიკის სისტემის არარსებობის გამო, იზრდება. ჯაკაბი ურჩევს ევროპის ქვეყნებს, ვირუსის გადამტანი კოღოების გასანადგურებლად ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ.
„ზიკას“ ციებ-ცხელება განსაკუთრაბით საშიშია ორსული ქალებისთვის, ვინაიდან ის ნაყოფის პათოლოგიებს იწვევს. ბრაზილიაში მიკროცეფალიის დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა. ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ქალებს ამ ეტაპზე დაორსულებას არ ურჩევს, ვიდრე „ზიკას“ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურ პრეპარატს არ გამოიგონებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები