ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მაღაზიებს დალაი-ლამას პორტრეტების გაყიდვა აუკრძალეს
ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში ხელისუფლებამ მაღაზიებს დალაი-ლამას პორტრეტების გაყიდვა აუკრძალა. მაღაზიებმა სარეალიზაციო ქსელიდან ტიბეტის პროვინციის სასულიერო პირის სიმბოლიკაც უნდა ამოიღონ.
სიჩუანის პროვინციაში ეთნიკურად ბევრი ტიბეტელი ცხოვრობს.
როგორც გამოცემა Global Times-ს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ტიბეტის ლიდერის პორტრეტი ჩინეთში იგივეს ნიშნავს, რასაც აშშ-ში კედელზე ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის სურათის ჩამოკიდება. ამასთანავე, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მაღაზიებში დალაი-ლამას პორტრეტები და სიმბოლიკა ფარულად მაინც იყიდება.