საბერძნეთში 4 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა გაიმართება
საბერძნეთში 4 თებერვალს საპენსიო სისტემის რეფორმირების წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო EFE იუწყება.
ერთი დღით ადრე კი საბერძნეთში ჟურნალისტების გაფიცვა მიმდინარეობს, რომლებიც 4 თებერვალს მუშობას აპირებენ, რათა საყოველთაო გაფიცვა გააშუქონ. ამის გამო, დღეს საბერძნეთის ტელევიზიით და რადიოთი ახალი ამბები არ შუქდება. ახალ ამბებს ინტერნეტგამოცემებიც არ ავრცელებენ.
ხუთშაბათს კი ჯიხურებში გაზეთები და ჟურნალები არ გაიყიდება. 4 თებერვალს საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშოაბის გრაფიკი შემცირებული იქნება. პირველად მრავალი წლის განმავლობაში გაფიცვას ტაქსის მძღოლებიც შეუერთდებიან.
იანვრის დასაწყისში საბერძნეთის მთავრობამ საპენსიო რეფორმის გეგმა გამოაქვეყნა. მთავრობაში აცხადებენ, რომ თუ ის არ განხორციელდა, რამდენიმე წლის შემდეგ ბიუჯეტში პენსიების გასაცემად ფული აღარ დარჩება. ამ გეგმამ საბერძნეთში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.