საფრანგეთის პოლიციამ პარიზთან ბოშების ბანაკი დაარბია
პარიზის პოლიციამ საფრანგეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ბოშების ბანაკი დაარბია, რომელიც მათ მიტოვებულ სარგინიგზო ლიანდაგებზე ჰქონდათ მოწყობილი. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
ბანაკში დაახლოებით 350 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ზოგიერთმა ის პოლიციის ოპერაციის დაწყებამდე დატოვა.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა მოუწოდა საფრანგეთის ხელისუფლებას, ბანაკიდან გამოსახლებული ბოშები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოს, მით უმეტეს, რომ გარეთ საკმაოდ ცივა. ასიათასობით ბოშა დასავლეთ ევროპაში 1990–იანი წლების დასაწყისში, ძირითადად, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ჩავიდა. საფრანგეთის ხელისუფლება ბოშების წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ხშირად მათ ბანაკებს არბევს. ბოშების უდიდესი ნაწილი კარვების ქალაქებში ცხოვრობს, სადაც დენი და წყალი არ არის.