მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავს სიჩქარის აკრეფისას ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში Airbus 320-ის ავიალაინერს, რომელიც რუსეთის დედაქალაქიდან თბილისში უნდა გამოფრენილიყო, ასაფრენ ბილიკზე სიჩქარის აკრეფისას ცეცხლი გაუჩნდა.
პილოტებმა ლაინერი გააჩერეს, ვიდრე ის აფრინდა და სამაშველო სამსახურები გამოიძახეს. მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი ლაინერის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა. ამის შემდეგ მგზავრები სხვა თვითმფრინავში გადასვეს, ხოლო ავარიულ ავიალაინერს შესაბამისი რემონტი ჩაუტარდება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.