უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა აივარას აბრამავიჩიუსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რეფორმების განხორციელება შეუძლებელია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„მე მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ვინაიდან ქვეყანაში სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების ბლოკირების აქტივიზაცია მოხდა“, – განაცხადა აბრამავიჩიუსმა. აბრამავიჩიუსი ამბობს, რომ მას და მის გუნდს „არა აქვს სურვილი, რომ ისინი ღია კორუფციისთვის „შირმა“ იყვნენ“.

„საუბარია იმ პირებზე, ვისაც ძველი ხელისუფლების სტილში სურს სახელმწიფო სახსრებზე კონტროლის დაწესება“, – განაცხადა აივარას აბრამავიჩიუსმა.
მან ასევე უმაღლეს რადაში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენლები სამინისტროს და მინისტრის წინააღმდეგ ღია კამპანიაში დაადანაშაულა. ლიტველი აივარას ავრამავიჩიუსი უკრანის ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრის პოსტს 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. ის ბიზნესმენი და კომპანია East Capital-ის თანამეწილეა. პოსტზე დანიშვნამდე აბრამავიჩიუსმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები