პოროშენკო – რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი ომის საფრთხე საკმაოდ დიდია

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი ომის საფრთხე წელს უფრო დიდია, ვიდრე შარშან. ამის შესახებ მან გაზეთ Bild-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პოროშენკოს თქმით, რუსეთი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს. მან მოსკოვი ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდაში დაადანაშაულა. რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ ბაზებს აშენებს და საზღვრის სიახლოვეს რეგულარულად სამხედრო წვრთნებს ატარებს. პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის დასაცავად ქვეყანას უახლესი, მათ შორის გერმანული იარაღი სჭირდება, ვინაიდან, ქვეყნის უსაფრთხოების გარდა, აქ ევროპულ უსაფრთხოებაზეც არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები