აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც მკვლელობა 1979 წელს ჩაიდინა

შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც მკვლელობა 1979 წელს ჩაიდინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
72 წლის ბრენდონ ასტორ ჯონსს სასიკვდილო ინექცია ჯექსონის ოლქის ციხეში გაუკეთეს. 1979 წლის ივნისში ჯონსი და კიდევ ერთი პირი მაღაზიის გამყიდველის მკვლელობისთვის დააკავეს, რომლის გაძარცვასაც ისინი აპირებდნენ. ჯონსს სასიკვდილო განაჩენი იმავე წელს გამოუტანეს, მაგრამ 1989 წელს ახალი სასამართლო განხილვა დაინიშნა. 1997 წელს მას სასიკვდილო განაჩენი ხელმეორედ გამოუტანეს. ჯონსის თანამზარახველს ასევე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ის სისრულეში 1985 წელს მოიყვანეს. მიმდინარე წელს აშშ-ში სიკვდილით უკვე ხუთი პირი დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები