აშშ-ში “ზიკას” ვირუსის სქესობრივი გზით გადადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში “ზიკას” ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ვირუსის გადადება სქესობრივი გზით მოხდა.
როგორც ექიმები აქამდე აცხადებდნენ, ვირუსი მხოლოდ კოღოს გადაჰქონდა. უმეტეს შემთხვევაში დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც ინფიცირებულთა გამოვლენა რთულია.
სხვა ტროპიკული დაავადებებისგან განსხვავებით, “ზიკას” ვირუსის წინააღმდეგ მედიკამენტი ამ დროისთვის არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები