იაპონიის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
იაპონიის ჯარი გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ კოსმოსში თანამგზავრის გაშვების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
გაძლიერებულია იაპონიის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან გაშვებული ნებისმიერი რაკეტა, რომელიც იაპონიას ემუქრება, უნდა განადგურდეს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, კოსმოსში თანამგზავრს ის თებერვლის შუა რიცხვებში გაუშვებს. ამ ინფორმაციას ამერიკული დაზვერვაც ადასტურებს.