ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ აფრიკაში შესაძლოა, „ზიკას“ ვირუსი გავრცელდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად შეებრძოლება „ზიკას“ ვირუსის გავრცელებას, რომელმაც ლათინურ ამერიკაში ახალშობილებში ტვინის მრავლობითი დეფექტები გამოიწვია. ამჟამად კი აფრიკასა და აზიაში ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. „ზიკას“ ციებ–ცხელება მაიმუნებში გავრცელებული მძიმე დაავადებაა, რომელიც კოღოების მეშვეობით ადამიანებს გადაეცემა. ვირუსი განსაკუთრებით სახიფათოა ორსული ქალებისთვის, რადგანაც ნაყოფი თავის ტვინს აზიანებს. 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის ეს დაავადება მსოფლიოს 27 ქვეყანაში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები