აშშ ევროპაში მძიმე შეიარაღების გაზრდას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, ჯავშანტექნიკის და სხვა ტიპის იარაღის მნიშვნელოვან გაზრდას აპირებს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, თეთრი სახლი 2017 წლის ბიუჯეტში ევროპაში სამხედრო დანიშნულების ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდას გეგმავს – ის 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს უკვე შედგენილი ბიუჯეტის პროექტს 4 – ჯერ აღემატება, რომელიც ამჟამად 789 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ შეიარაღებას აშშ-ს და ნატოს ქვეყნების სამხედრო ძალები გამოიყენებენ.
„ეს არის გრძელვადიანი პასუხი ევროპაში უსაფრთხოების ახალ სიტუაციაზე. ის ასახავს ახალ რეალიებს, როდესაც რუსეთი უფრო რთული მოთამაშე გახდა“, – წერს გაზეთი.
ამასთანავე, სტატიის ავტორები წერენ, რომ დამატებითი შეიარაღება შეიძლება ნატოს სამხრეთ წევრების საზღვარზე განთავსდეს და რადიკალური დაჯგუფებების, მაგალითად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები