აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ წინასწარ არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ წინასწარ არჩევნებში, რომელიც აიოვის შტატში გაიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ტედ კრუზმა დონალდ ტრამპს გაასწრო. ეს შედეგი ბევრი ექსპერტისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, ვინაიდან ტრამპის რეიტინგი ბოლო დროს ძალზე მაღალია.
რაც შეეხება „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატებს – ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და სენატორ ბერნი სანდერსს, მათ დაახლოებით თანაბარი ხმები მიიღეს.
ტეხასის სენატორ ტედ კრუზს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა რელიგიურმა ნაწილმა, ვისთვისაც დონალდ ტრამპის სკანდალური გამონათქვამები და რადიკალური ინიციატივები მიუღებელი აღმოჩნდა.
„კრუზს მხარი დაუჭირეს რელიგიურმა და კონსერვატიულმა ჯგუფებმა. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში ხშირად ძველმოდური მიდგომები უფრო იმარჯვებს, ვიდრე ტრამპის მხარდასაჭერად მასობრივი დემონსტრაციების ჩატარება“, – წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები