საბერძნეთში მიმდინარე წლის იანვარში 62 ათასი მიგრანტი ჩავიდა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საბერძნეთში 62 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ამ ადამიანების 90% სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არის. ამასთანავე, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს 368 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყოველი მეექვსე – ბავშვი იყო. გარდა ამისა, 5 ათასი ადამიანი იტალიაში ლიბიიდან მიემგზავრება. ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს ექსპერტებმა დაითვალეს, რომ 2015 წელს ევროპაში ერთ მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იმ ადამიანებს ითვლის, რომლებიც ევროკავშირში საბერძნეთის, ბულგარეთის, იტალიის, ესპანეთის, მალტის ან კვიპროსის გავლით ჩადის.