“გარდაბნის არჩევნები “ქართულმა ოცნების” კანდიდატმა სამმაგი უპირატესობით მოიგო”

“ქართულმა ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, “გარდაბნის არჩევნები “ქართულმა ოცნების” კანდიდატმა სამმაგი უპირატესობით მოიგო”.
„ამ არჩევნებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ასახავს არა მხოლოდ გარდაბნის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის განწყობას. ყოველი ჩვენგანი ამ არჩევნებს განვიხილავდით, როგორც გენერალურ ტესტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. გარდაბნის არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ რჩება დომინანტ პოლიტიკურ ძალად პოლიტიკურ სივრცეში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა.
საჩივრებს რაც შეეხება, არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, თუმცა ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების ამ დროინდელ შედეგებზე“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები