თინა ხიდაშელმა სანდრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგო

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოადგილესთან ანა დოლიძესთან და მრჩეველთან მაია ქავთარაძესთან ერთად კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სანდრო გირგვლიანის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც მივიდა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის სიკვდილმა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.
„ძალიან ბევრი წელია, ჩვენ აქ მოვდივართ ბევრი რამის ნიშნად. პირველ რიგში, მწუხარების გამოსახატავად, ამავე დროს იმის საჩვენებლად, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა განმეორდეს ამბავი, რომელიც საქართველოში 27 იანვრის ღამეს მოხდა, არასდროს შეიძლება სახელმწიფო ისეთი ყრუ და მუნჯი იყოს, როგორც იმ წლების განმავლობაში იყო. სანდრო გირგვლიანის საფლავი არის ნიშანი იმისა, სახელმწიფო გაქვს თუ არ გაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ხედავდა სარკეში. ამიტომ, ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სპეციფიკურად მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდეს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ანა დოლიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საზარელმა მკვლელობამ საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. „ყველას უნდა გვახსოვდეს, რას შეეწირა სანდრო გირგვლიანი და როგორ შეიტანა ამ ტრაგიკულმა ამბავმა საქართველოს ისტორიაში წვლილი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
12509293_1130304967002244_3067286308449487130_n

12592419_1130305023668905_1804206343712082586_n

12592671_1130305033668904_8054316125270668783_n

12642559_1130304970335577_2915766697648722723_n

12650439_1026639510735263_1530059018_n

12650966_1130305053668902_1575312426863263451_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები