პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს იოჰან-შნაიდერ-ამანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს იოჰან შნაიდერ-ამანს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს.