გიორგი კვირიკაშვილი ვროკომისრებთან ერთად სამუშაო სადილს დაესწრო
„შეხვდი ევროკომისიას” – ამ სახელწოდების სამუშაო სადილი გაიმართა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოადგილესთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად დაესწრო.
სამუშაო სადილის მონაწილეებმა ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისახა ევროკავშირი სამომავლო სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები. პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო სადილს ევროკომისრებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.