პარლამენტში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) დელეგაციასთან, რომელსაც ასამბლეის ვიცე-სპიკერი, ჰერმინე ნაღდალიანი და ასამბლეის წევრი, ტევან პოღოსიანი წარმოადგენენ, შეხვედრები გაიმართა.
სომეხ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე შეხვდნენ.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან და ასამბლეის წევრთან შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანანა კობახიძემ გამართა.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა ესწრებოდნენ. შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესახებ, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები