ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გრიპის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, H3N2 ვირუსით შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, პაციენტს ფილტვების ქრონიკული თანამდევი დაავადება ჰქონდა, რომელიც გრიპისმაგვარი დაავადებით – H3N2-ით გარდაიცვალა.
„დღეს გარდაცვლილ პაციენტს, რომელსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ე.წ ღორის გრიპის ვირუსი არ ჰქონია. ეს არის არა გრიპი, არამედ გრიპისმაგვარი დაავადებების ჯგუფი. ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით, ანუ ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში სამი პაციენტი გარდაიცვალა “, – განმარტა სერგეენკომ.