დავით ზალკალიანი ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს და წინა რაუნდების შედეგები შეაფასეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მ.წ. 23 მარტს დაგეგმილი, რიგით 35-ე რაუნდის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს და დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები