„არჩევნებს მოიგებს ის, ვინც მეტი ამომრჩევლის გამოყვანას შეძლებს საარჩევნო უბნებთან“

პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდის” წევრმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხელისუფლება გააკრიტიკა. ექსპერტის განცხადებით, საზოგადოება გარიყულია პროცესებიდან და მათ აღარა აქვთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს შენების პროცესში მონაწილეობის საშუალება, რის გამოც, ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩევლების დიდი ნაწილი დაკარგა.
ექსპერტის განცხადებით, ხელისუფლება ეცდება, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში იმიჯი გაიუმჯობესოს, მაგრამ თუ სიაში ჩასასმელად მთავარი მოთხოვნა იქნა მორჩილება, „ქართულ ოცნებას“ პროფესიონალი და ცნობილი სახეების მიზიდვა ძალიან გაუჭირდება.
„დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა არის საკუთარი თავი. მომავალ არჩევნებში ხელისუფლება კი არ მოიგებს, არამედ წააგებს ოპოზიცია. არჩევნებს მოიგებს ის, ვინც შეძლებს, რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის გამოყვანას საარჩევნო უბნებთან, იმიტომ რომ აპათია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა, ხელს უწყობს ამომრჩევლის პასიურობას. რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე, მით უფრო, მაღალია გაყალბების ალბათობა. საზოგადოება გარიყულია პროცესებიდან და მათ აღარა აქვთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს შენების პროცესში მონაწილეობის საშუალება. მოქალაქეებს დააკარგვინეს სოციალური როლი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას რაიონებში დიდი რაოდენობით ამომრჩეველი ჰყავს, სასურველის რეალობად გასაღების მცდელობაა.
ხელისუფლება ეცდება, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში იმიჯი გაიუმჯობესოს. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო კვირიკაშვილის დანიშვნა, მაგრამ თუ მათ სიაში ჩასამელად მთავარი მოთხოვნა იქნა მორჩილება, „ქართულ ოცნებას“ პროფესიონალი და ცნობილი სახეების მიზიდვა ძალიან გაუჭირდება“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები