გიორგი მღებრიშვილი: საუბარი ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაზე საუბარი მთავრობაში არ ყოფილა. მინისტრმა ბოლო დროს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართული კამპანია უწოდა.
„არანაირი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეს კამპანია ჩემ მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემს შემცვლელებად სახელდებიან. მე ყველა მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, ისინი ჩემი მეგობრები არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები