„ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების კვალდაკვალ, ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, ნაკლებად დაძაბული გარემოს შექმნა.
„ევროკავშირთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების განმტკიცების კვალდაკვალ, ჩვენ ასევე ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ქვეყანაში საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია იგეგმება. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანად იქცევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები