დავით ჯალაღონია საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ახლად დანიშნულ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით მიმდინარე საკითხები განიხილეს, მათ შორის ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს “ახალი აბრეშუმის გზის“, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სახმელეთო მარშრუტის როლს და ხსენებულ პროექტში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. დავით ჯალაღანიამ ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ელჩმა დაადასტურა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უწყების ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები