„გაზის დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის „გაზპრომი“

„აზერბაიჯანმა თქვა, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მივაწოდოთ 6 მილიარდი კუბომეტრი დღეში და შეგვიძლია გავზარდოთ 7 მილიონამდე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება 11. ამ დეფიციტის შევსების ერთადერთი რესურსი არის „გაზპრომი“,-აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ვოლსკის განცხადებით, აზერბაიჯანს რესურსი დღეს არ გააჩნია, მაგრამ ხვალ შეიძლება ჰქონდეს, ამიტომაც, მისივე თქმით, რუსეთთან საუბარია 4 თვის განმავლობაში აუცილებელი დეფიციტის შევსებაზე.
„2007 წლამდე საქართველოს გაზმომარაგების 100% „გაზპრომზე“ მოდიოდა. 2008 წელს იყო 50%, დღეს არის 12%. ეს არის გაზის ის რაოდენობა, სადაც დეფიციტის შევსებაა საჭირო. დეფიციტს წარმოშობს გაზის მოხმარების რაოდენობის ზრდა. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ალტერნატიული დერეფნის გაზის მომარაგებას. დღეს ამ ალტერნატიულ დერეფანში მხოლოდ 6 მილიარდი კუბომეტრი გაზია. აზერბაიჯანს რესურსი დღეს არ გააჩნია, მაგრამ ხვალ შეიძლება ჰქონდეს. რუსეთთან საუბარია 4 თვის განმავლობაში აუცილებელი დეფიციტის შევსებაზე.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ძალიან ობიექტურად აღნიშნა, არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ ერთ მომწოდებელზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ, აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, გაზის მოწოდების ალტერნატივა არ გაგვაჩნია. რა უნდა ქნას ქვეყანამ? პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ესაა გაზის რეზერვების შექმნა. ამისთვის სახსრები მობილიზებულია და ამას ქვეყანა დაძლევს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები