„ძალიან პოზიტიური იქნება, თუ ჩვენ ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან გვექნება ხოლმე კონსულტაციები“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში კულუარული მმართველობა არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებში ბიძინა ივანიშვილის აზრი ქვეყნის მმართველობის მიმართულებაზე აუცილებლად მონაწილეობს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ძალიან კარგი იქნება, თუ ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან, როგორც ყოფილ პრემიერებთან, მმართველ გუნდს გარკვეული კონსულტაციები ექნება ისე, როგორც ეს აშშ-ში ხდება, როცა მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილ პრეზიდენთან კონსულტაციებს გადის.
„მნიშვნელოვან საკითხებში ბიძინა ივანიშვილის აზრი ქვეყნის მმართველობის მიმართულებაზე აუცილებლად მონაწილეობს, მაგრამ ეს გუნდი – „ქართული ოცნება“ ვერასდროს იტყვის ტყუილს და ვერ დამალავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გუნდის წევრად რჩება.
არის საკითხები, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილიც და უკვე ირაკლი ღარიბაშვილიც, თავისი გამოცდილებით, მათი პრემიერ-მინისტრობის პერიოდებიდან გამომდინარე, უფრო ინფორმირებულები არიან. ძალიან პოზიტიური იქნება, თუ ჩვენ ყოფილ მმართველებთან გვექნება კონსულტაციები, ისევე როგორც ეს აშშ-ია.
იქ მოქმედი პრეზიდენტი ყოველთვის კონსულტაციების რეჟიმშია წინა პრეზიდენტთან. მე არც სააკაშვილთან კონსულტაციებს გამოვრიცხავდი, რომ არა მისი ხშირ შემთხვევაში ალბათ დანაშაულებრივი მოქმედებები“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები