მეზღვაურებს რანგის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, მეზღვაურებს, რომლებსაც საქართველოში არსებულ საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული აქვთ 3- წლიანი პროფესიული განათლება და მიაღწიეს ექსპლუატაციის დონეს, უფლება მიეცათ, აიმაღლონ რანგი.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებამდე მეზღვაურებს, რომელთაც მიღებული ჰქონდათ 3-წლიანი პროფესიული განათლება, ეზღუდებოდათ მართვის დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა.
1999 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში მოქმედ საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰყავდათ 1200-მდე კურსდამთავრებული, რომელთაც, 4-წლიანი უმაღლესი განათლების ნაცვლად, მიღებული აქვთ მხოლოდ 3-წლიანი პროფესიული განათლება.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ეს ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია ქართველი მეზღვაურების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები