ოჯახში ძალადობის აღკვეთის თემაზე ტრენინგი გაიმართა

ოჯახში ძალადობის აღკვეთის თემაზე ტრენინგი „შედეგზე დაფუძნებული მენეჯმენტი” გაიმართა.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოში შემავალი უწყებების, ასევე საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.
ტრენინგის მთავარ მიზანი „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის” სამუშაო ვერსიის დახვეწა იყო.
ტრინინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელი ფუმი ნაკამურა. შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ინტენსიურად იმუშავეს სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე.
ასევე, შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ინდიკატორები. UNWOMEN-ის მხარდაჭერით, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგს ახორციელებს პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, რომელსაც პრემიერ- მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს.
2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოჯახში ძალადობის თემით, ხოლო 2016-2017 წლების გეგმა ასევე დაფარავს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსაც, რაც ე.წ.
სტამბოლის კონვენციის ხელმოწერით არის განპირობებული. აღნიშნული ცვლილება საგრძნობლად ზრდის სამოქმედო გეგმით მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები