არჩილ თალაკვაძე: უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამ შემთხვევაში, არ დარღვეულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოვალეობაა, ამტკიცოს კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამ შემთხვევაში, არ დარღვეულა, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება და ტვირთი არ აქვს ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარე ვალდებულია, ამტკიცოს ბრალეულობა, ეს ცალსახაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების პროცესში კიდევ ახალი დეტალები იქნება ცნობილი და საზოგადოება ამის შესახებ დროულად შეიტყობს
ცნობისთვის, ირაკლი კუჭავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თალაკვაძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც საქმის მიმდინარეობის პროცესში საქმის დეტალებზე ისაუბრა და კუჭავას დამნაშავე უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები