დაიწყება თუ არა დიალოგი „მწვანეთა პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის – გაჩეჩილაძე იდეოლოგიურ თანხვედრაზე საუბრობს

„მწვანეთა პარტიის“ მიერ მმართველ გუნდთან შეერთების შესახებ კონსულტაციები ჯერ არ გამართულა,- ამის შესახებ „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
გაჩეჩილაძე არ ვარაუდობს, რომ კონსულტაციები უახლოეს ხანებში შედგეს, თუმცა ვინმესთან საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად, გაჩეჩილაძის განმარტებით, აუცილებელია მასთან „მწვანეებს“ იდეოლოგიური თანხვედრა ჰქონდეთ.
„არავითარი კონსულტაციები „მწვანეთა პარტიასთან“ არ გამართულა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია – არც სხვა პარტიებთან. მე არ მგონია, რომ ობიექტური მიზეზების გამო უახლოეს ხანებში ეს კონსულტაციები გაიმართოს. ჩვენ თუ ვინმესთან გვექნება ურთიერთობა ბლოკის სახით, ის აუცილებლად უნდა იყოს დასავლური ორიენტაციის, მეორე საკითხია ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არ არის დაფუძნებული პოპულიზმზე და აგრესიაზე.
ჩვენ წინასაარჩევნო კონსულტაცია ყველასთან გვქონია, ერთადერთი, ვისაც უარი ვუთხარით კონსულტაციაზე, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელს. „ქართული ოცნება“ სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მატარებელია, ამიტომ იდეოლოგიური თვალსაზრისით „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების დაწყება ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები