„ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერისთვის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის გაცნობა სურს

“ნაციონალურ მოძრაობას” პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის შესახებ მომზადებული გეგმის გაცნობა სურს და პრემიერთან შეხვედრის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„უმცირესობასთან შეხვედრის დროს, პრემიერმა კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედროდა ოპოზიციას და განეხილა ანტიკრიზისული გეგმა. თუ მისი სიტყვები იყო რეალური განზრახვა და არა სიტყვები სიტყვებისთვის, ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის და საქმიანი დიალოგისთვის. მზად ვართ, გადავცეთ ხელისუფლებას გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ ქვეყანაში ათიათასობით და ასიათასობით ოჯახის მდგომარეობა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას, აუცილებლად მიგვაჩნია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა და მოსახლეობის გაღარიბება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები