რა პროცედურებია საჭირო ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დასანიშნად და ვისთან უნდა გაიაროს კონსულტაციები მარგველაშვილმა

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დასანიშნად აუცილებელი პროცედურები განმარტა. ექსპერტმა ხაზი გაუსვა თანამდებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს სწორედაც, რომ პოლიტიკური თანამდებობაა.
„ ორგანული კანონის მიხედვით 7 წლით ინიშნება ეროვნული ბანკის საბჭოს 7 წევრი, საბჭოს 7 წევრიდან ირჩევა შემდგომ პრეზიდენტი. ამ წუთას ვადა გასდის მხოლოდ პრეზიდენტს და მის მაგივრად ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული. პროცედურის მიხედვით პრეზიდენტი წარადგენს საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტში, პარლამენტი დაამტკიცებს და შემდეგ ეს 7- კაციანი საბჭო კანდიდატს პრეზიდენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. კანონმდებლობის მიხედვით საბჭოს ახალი წევრი 2 თვის ვადაში უნდა აირჩეს. კანონმდებლობის მიხედვით გამორიცხული არ არის, პრეზიდენტი მოქმედი საბჭოს წევრებიდან იყოს არჩეული. საბჭოს შეუძლია არსებული წევრებიდან რომელიმეს კანდიდატურა შესთავაზოს პრეზიდენტს“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
ჯგერენაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, კანდიდატის წარდგენამდე, აღმასრულებელ და საკანონამდებლო მთავრობასთან კონსულტაციები უნდა გაიაროს.
„პრეზიდედენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა და ამ საკითხზე თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ პოზიციებზე დგანან, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის, რა კრიტერიუმებია წინ წამოსაწევი, რომელიც უნდა იყოს განმსაზრვრელი მისი არჩევისას. რამდენიმე კვირა დარჩა, თუმცა ყველასთვის ბურუსით მოცულია როგორც კრიტერიუმები, ისე სავარაუდო კანდიდატები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება არჩეული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა. აუცილებელია, პრეზიდენტმა კანდიდატის წარდგენამდე კონსულტაციები გაიაროს როგორც აღმასრულებელ მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. არ იქნება სწორი და კორექტული, მთავრობა პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენოს პრეზიდენტმა“, – აღნიშნა ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები