ელისაშვილი ბესელიას პასუხობს: ალეკო ელისაშვილსაც შეიძლება ჰქონდეს მერობის ამბიცია

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას პასუხობს.
როგორც ელისაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან საუბრისას“ განაცხადა, მას შეიძლება ჰქონდეს მერობის ამბიცია.
„ბესელია რომ არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილსაც შეიძლება ჰქონდეს მერობის ამბიცია. მე რას ვაპირებ, ნამდვილად არ შევუთანხმებ ბესელიას. ბესელიასნაირი ხალხი თუ არის კომიტეტის თავმჯდომარე, მე რატომ არ შეიძლება ვიყო თბილისის მერი?“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ეკა ბესელიამ შეწყალების საქმეზე საუბრისას, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს თბილისის მერობის სურვილი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები